2015 წლის პირველი იანვრიდან ახალგორელების გადაადგილებისთვის აუცილებელი ,,საშვები" ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტებით" შეიცვლება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მოსახლეობას შემდეგი არჩევანის წინაშე აყენებს, ახალი ,,პასპორტის" მიღების სანაცვლოდ ახალგორელებმა უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე, დევნილის სტატუსსა და იმ ფულად დახმარებაზე, რომელსაც სახემწიფოსგან ყოველთვიურდ იღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ახალგორში საკუთარი სახლების დატოვება მოუწევთ.
ე. წ. პასპორტების გაცემა უკვე დაწყებულია.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის გაცემულია ათასამდე დოკუმენტი.
,,ისინი ითხოვენ უარი ვთქვათ საქართველოს მოქალაქეობასა და დევნილის სტატუსზე, თუმცა ამას ჯერ-ჯერობით არავინ თანხმდება". - აღნიშნა მან.
თბილისი ახალგორში შექმნილი ვითარების განხილვას ჟენევის მოლაპარაკებაზე აპირებს.