ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პარკი ვიზიტორებისთვის დაიხურა. ადმინისტრაციამ შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა. როგორც ტელეკომპანია "ტვ-25" იუწყება, შეზღუდვები ბაღის ტერიტორიაზე უამინდობის შედეგად განვითარებულ მეწყრულ პროცესებს უკავშირდება. უკვე ცნობილია, რომ ჭარბი ნალექის შედეგად, ბოტანიკურ ბაღში სამხრეთ ამერიკის ფიტოგრაფიულ განყოფილებაში 10-მდე მცენარე დაზიანდა. მეწყერი მიახლოებულია ცენტრალურ გზასა და ბაღის სატრანსფორმატორო ქვესადგურთან. უსაფრთხოების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება პარკის ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც შეეზღუდათ. ასევე დაზიანდა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებიც.
მასალის გამოყენების პირობები