ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასულ ორშაბათს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც დრანდის №24 საარჩევნო ოლქში პარლამენტის დეპუტატის პოსტზე კანდიდატად სერგეი შამბა უნდა წარადგინოს.
დრანდის ამ ოლქში განმეორებითი კენჭისყრა 2014 წლის 21 დეკემბერს გაიმართება.
სერგეი შამბა წლების განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2010-2011 წლებში იყო ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო 2004 და 2011 წლების დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.