ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეროვნული ერთიანობის დღე მიულოცა, რომელიც რუსეთში 4 ნოემბერს აღინიშნება.
,,ოსი ხალხის და პირადად ჩემი სახელით გულთბილად გილოცავთ ეროვნული ერთიანობის დღეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის და მისი ყოველი მოქალაქის ისტორიასა და ბედს და რუსი ხალხის პატრიოტიზმისა და ერთიანობის სიმბოლოდ გვევლინება." - აღნიშნულია თიბილოვის მიერ გაგზავნილ მილოცვაში.
მისი თქმით, ყველა დროში, სწორედ რუსეთის საზოგადოების ერთიანობამ, ქვეყნის წინაშე პასუხიმგებლობის მაღალმა გრძნობამ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეალებისადმი თავგანწირვამ შეაძლებინა რუსეთის სახელმწიფოებრიობას ფეხზე დგომა და აღორძინება.
,,რუსეთის დიდებული შვილების მტკიცე ადამიანური ფასეულობები თაობიდან თაობებს გადაეცემა და საუკეთესო ტრადიციებით აერთიანებს ერს საერთო მაღალი მიზნების გარშემო." - აღნიშნული თიბილოვის მიმართვაში.