აფხაზეთის ე. წ. სასულიერო პირები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, მათი ვერტმფრენით, ღვთისმშობლის ხატისა და მარადიული ცეცხლის თანხლებით, აფხაზეთის თავზე სააღდგომო ფრენას აპირებენ. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ეკლესიის ე. წ. ეპარქიული საბჭოს თავმჯდომარემ ბესარიონ აპლიამ გააკეთა.
"ამ უჩვეულო "ჯვაროსნულ შემოფრენას" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დახმარებით განვახორციელებთ", _ დასძენს აპლია.
მისი თქმით, "გაგრისა და გალის რაიონებში გაიმართება ლოცვა. ჩვენს კურთხევას მიიღებს ყველა სამხედრო და მესაზღვრე. ასევე ყველას მოვნათლავთ, ვინც კი მართლმადიდებლობის მიღებას მოისურვებს", _ აცხადებს აპლია.