მერსედესის მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა ახალი რეკორდი დაამყარა. ბრიტანელ მრბოლელებს შორის ის პირველი სპორტსმენი გახდა, ვინც ფორმულა-1 პირველობა 32-ჯერ მოიგო. ამჯერად 29 წლის ავტომრბოლელი ამერიკული გრან-პრის მფლობელი გახდა და ყოფილი რეკკორდსმენის, ნეიჯელ მანსელის შედეგი გააუმჯობესა. ამერიკის პირველობის მოგებით ჰემილტონმა თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან ერთად კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. პილოტებმა ფორმულა-1 საპარეზობებში ერთ სეზონზე მე-2 ადგილი 10-ჯერ დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები