მილანმა საკუთარ მოედანზე კიდევ ერთი შეხვედრა წააგო. იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში მილანელები „პალერმომ" დაამარცხა. ანგარიში შეხვედრის 23-ე წუთზე გაიხსნა. ბურთი საკუთარ კარში კრისტიან საპატამ ჩაჭრა, 3 წუთში კი მილანელთა კარში პაულო დიბალამ გაიტანა. სატურნირო ცხრილში „მილანი" 16 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, „პალერმომ" კი გასვლით შეხვედრაში გამარჯვებით მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა.
მასალის გამოყენების პირობები