უხვი ნალექის შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაში 15-მდე ოჯახი დაზარალდა. მათ წყალი ეზოებში, სახლებსა და სათბურებში შეუვარდათ.
მოსახლეობის განცხადებით, წყალდიდობა მათთან ყოველი ძლიერი წვიმის დროს ხდება.
მოსახლეობა პრობლემას მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს უკავშირებს.
ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მათ სოფელში ავტობანის მშენებლობა დაიწყო.
ადგილზე იმყოფებოდა სამტრედიის გამგებელი, რომელიც მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.
აღნიშნული სოფლის გარდა, სტიქიამ სამტრედიის კიდევ რამდენიმე სოფელი დააზარალა.