მადრიდის რეალის გოლ-კიპერის აზრით, გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა მისი კარიერის მანძილზე საუკეთესოა. ამის შესახებ მან ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გვყავს. კლუბიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც შთამბეჭდავ შედეგს აჩვენებენ. რეალის ამჟამინდელი შემადგენლობა, ალბათ, საუკეთესოა მათ შორის, რომელშიც მე ვთამაშობდი,"-აცხადებს სამეფო კლუბის მეკარე.
იკერ კასილიასის დებიუტი მადრიდის „რეალში" 1999 წელს შედგა. მას თამაში ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით მოუწია, როგორიც რაული, ფიგუ, ზიდანი და კარლოსი იყვნენ.