მიუნჰენის ბავარიამ დორტმუნდის ბორუსიის დამარცხება გაჭირვებით შეძლო. ხოსე გვარდიოლას შეგირდებმა ბორუსიელები დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს. ანგარიში შეხვედრის პირველ ნახარში სტუმრებმა გახსნეს, მეორე ტაიმში კი ლევანდოვსკისა და რობენის გოლების წყალობით ბავარიამ მორიგი 3 ქულა მოიპოვა.
„პირველ ტაიმში ჩვენ უფრო მაყურებლებს ვგავდით, ვიდრე მოთამაშეებს და თვალს ვადევნებდით ბორუსიის ფეხბურთელების მიერ მოწყობილ სპექტაკლს. ეს გუნდი საუკეთესოა კონტრშეტევებზე, რამაც, როგორც ჩანს, ცოტათი შეგვაშინა. თუმცა მეორე ნახევარში ძალების კონცენტრაცია შევძელით და გავიმარჯვეთ,"-განაცხადა ბავარიის თავკაცმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.