„ბარსამ" კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. კატალონიური გრანდი საკუთარ მოედანზე „სელტასთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ბარსელონას" თავკაცმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.
„ჩვენ თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით და კარის მიმართულებით 19-ჯერ დავარტყით, თუმცა სამწუხაროდ, საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით,"-განაცხადა „ბარსას" მწრთვნელმა.
ლუის ენრიკეს შეგირდები გასულ კვირას „ელ-კლასიკოზეც" წარუმატებლად გამოვიდნენ. „ბარსელონა" მადრიდის „რეალმა" 3:1 დაამარცხა.