„ლოს-ანჟელეს ლეიკერსმა" NBA-ს ჩემპიონატის სასტარტო ეტაპზე ზედიზედ მე-4 დამარცხება განიცადა.
ოკლენდში გამართული შეხვედრა „გოლდენ სტეიტ უორიორზის" გამარჯვებით დასრულდა. ლოს-ანჟელესელებმა 127:104 წააგეს. „უორიორზის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კლეი ტომპსონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 41 ქულა მოუტანა.
„ლეიკერსის"ლიდერის, კობი ბრაიანტის ანგარიშზე კი მხოლოდ 28 ქულაა.
მომდევნო შეხვედრას „ლეიკერსი" 4 ნოემბერს „ფინიკსთან" გამართავს.