სამხრეთ აფრიკა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანს დაემშვიდობა. სენზო მეიივა გასულ კვირას იოჰანესბურგიდან 20 კილომეტრის დაშორებით, ვოსლორუსეს დასახლებაში მოკლეს.
ბოროტმოქმედები მისი მეგობარი ქალის ბინაში შეიჭრნენ. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთმა მძარცველმა ფეხბურთელს მობილური ტელეფონი, ფული და ძვირფასი ნივთები მოსთხოვა, მეიივამ კი მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის გამო ის ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.
27 წლის მეიივა ადგილობრივ კლუბ „ორლანდო პაირეტსის" გოლკიპერიც იყო. ბოლოს ის მოედანზე გასულ შაბათს გავიდა და დამაჯერებელი თამაშით საკუთარი გუნდი სამხრეთ აფრიკის ლიგის თასის ნახევარფინალში გაიყვანა.