ჟოზე მაურინო სამწრთვნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს. ლონდონის „ჩელსის" თავკაცის განცხადებით, მას სამწრთვნელო საქმიანობის გაგრძელება კიდევ 15-20 წელი სურს.
„როდესაც მწვერვალებს იპყრობ, მიღწეულით ვერ კმაყოფილდები, რაც ბუნებრივი ამბავია. თუ ჩემი სამწრთვნელო კარიერა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დღესაა, რატომაც არ უნდა დავრჩე მაღალი კლასის გუნდებში თუნდაც 15-20 წელი? თუ წარმატებას ვერ მივაღწევ, მაშინ რომელიმე პატარა კლუბში წავალ,"-აცხადებს მაურინიო.
51 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწრთვნელად არის აღიარებული.
ლონდონის ჩელსის ის 2004-2007 წლებში წრთვნიდა და ინგლისის პრემიერლიგა ორჯერ (2005, 2006) მოიგო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის აბრამოვიჩის კლუბში 2013 წელს დაბრუნდა. მანამდე მაურინიო მილანის „ინტერსა" და მადრიდის „რეალს" წრთვნიდა.