მსოფლიოს ნომერ პირველმა მარათონელმა ქალმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა. კენიელ მორბენალს, რიტა ჯეპტუს სისხლში აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩნდა.
ჩემპიონის ტიტული ჯეპტუმ წელს ორჯერ, ჩიკაგოსა და ბოსტონში დაიცვა და მსოფლიოს ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენი გახდა, ვინც მსგავსი ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო.
ბოლო ასპარეზობაში გამარჯვებისთვის მას 500 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, თუმცა World Marathon Majors-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე შესაძლოა კენიელი მარათონელი საერთოდ აღარ მიიწვიონ.
კენიელი სპორტსმენების მიერ დოპინგ-ტესტების ჩაგდება უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
გასული წლის თებერვალში მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ორწლიანი დისკვალიფიკაცია ორ კენიელ სპორტსმენს მისცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი დოპინგ-ტესტი 36 კენიელმა სპორტსმენმა ვერ გაიარა.
მასალის გამოყენების პირობები