დღეს, ორი ახალი ავტომანქანა ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს გადაეცა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე დაესწრნენ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებშ აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებისათვის გათვალისწინებულია 13 ახალი ავტომანქანის გადაცემა. აქედან, 4 მაღალი გამავლობის მანქანა ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, 2 მაღალი გამავლობის მანქანა შუახევის სამედიცინო ცენტრს, ასევე 2 მაღალი გამავლობის მანქანა ქედის სამედიცინო ცენტრს, 3 მაღალი გამავლობის და 2 მსუბუქი გამავლობის მანქანა ქობულეთის სამედიცინო ცენტრს გადაეცემა.
ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2015 წლის დასაწყისისთვის "FOღD"-ის საშუალო გამავლობის 80 და "VOLKშჭAGEN"-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.