აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებსა და ქ. ბათუმში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განხორციელდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ხელშეწყობა, საინფორმაციო შეხვედრა-სემინარები, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების მიწოდება გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით.
მომორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ბათუმის ბაღების გაერთიანების, ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლები და საჯარო სკოლის დირექტორები.