დღეს, 30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გალერეა „ვერნისაჟში" თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მხატვრის, ბარბარა ასლამაზაშვილის პერსონალური გამოფენა „Nature Morte" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კონცეფტუალური, ფერწერული ნამუშევრები.
,,მატერიაზე ფასეული რამ რომ არსებობს ყველამ ვიცით, მაგრამ... რის ფასს გვიწესებენ და რისი შეძენა შეგვიძლია, ან რას აქვს ფასი? - იმას, რასაც წონა და მასა აქვს? რისი სახელდებაც შეიძლება, რასაც ეტიკეტს მივაბამთ და კონკრეტულ ფასს დავადებთ?'' - ეს არის კითხვა, რომელიც მხატვარს აწუხებს. ბარბარა ასლამაზაშვილი თავისი ნამუშევრებით ლამაზად შეფუთულს გვთავაზობს იმას, რაც რეალურად მკვდარია...
გამოფენა გაგრძელდება 6 ნოემბრის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები