მოსკოვის სამხრეთით მდებარე #945 სკოლის შენობაში რუსი სამართალდამცავები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქის მილიციაში განაცხადეს, რომ მათ სკოლაში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობს შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა პედაგოგმა მიაწოდათ, რომელსაც უცნობმა პირმა სმს-ს საშუალებით აღნიშნული შესახებ შეატყობინა.
ამ დროისთვის სკოლიდან ყველა მოსწვალე ქუჩაშია გამოყვანილი, ხოლო სამართალდამცავები შენობას ამოწმებენ.