საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გაათავისუფლა "მოამბის" წამყვანი ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და გადაცემა "რეალური სივრცის" წამყვანი ნინო ზაუტაშვილი.
"დაახლოებით 1 საათის წინ დამირეკა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მითხრა რომ 1 საათში მელოდება გენერალური დირექტორი საზმაუს ახალ შენობაში. მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება - შიდა მოკვლევის ვადები დღე დღეზე იწურება და საბჭომ იმსჯელა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ამ გადაწყვეტილების შესახებ თინათინ ბერძენიშვილმა გამაცნო", - თქვა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ზაუტაშვილის თქმით, მას დღეს შეხვდა არხის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ტელევიზიიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა.