აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას ეხმიანება და აცხადებს რომ იგი არაადეკვატურად აფასებს რეალობას.
,,2014 წლის 27 ოქტომბერს ბატონი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული წინადადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ,,ერთიანი და ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში" შენარჩუნების შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული რეალობის ადეკვატური აღქმის არ ქონას და რეგიონში რეალური მდგომარეობის იგნორირებას. საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეები ისევ ახდენენ ქიმერული ინიციატივების, ტაქტიკის მხარდაჭერას რომელიც მიმართულია საქართველოს დასავლელი პარტნიორებისადმი რომლებისთვისაც თბილისის ნებისმიერი ოფიციალური განცხადება მყისიერად ბიბლიური მცნებებბის სახით წარმოჩინდება", _ ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ,,საბედნიეროდ აფხაზეთში სრულად ათვითცნობიერებენ საქართველოს სამშვიდობო პროექტების რეალურ დანიშნულებას. აფხაზეთი მყარად დადგა დამოუკიდებლობისა და განვითარების გზაზე და მომავალში საკუთარ ხაზს გაატარებს ყოველგვარი მიბმებისა და საქართველოს ხელისუფლების ,,ძმური და მეგობრული წინადადების" გარეშე ", _ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ერთიანი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში ავტონომიას სთავაზობს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა საქართველო აქვს დიდი წარმატების პერსპექტივა, თუმცა აღნიშნული წარმატება არ სურს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე.
,,მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, კარგად გაანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, გქონდეს ავტონომია მაგრამ ერთიანი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები