ესპანეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფება დააკავა, რომელთა შორის 6 ქართველია. ამის შესახენ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
7-კაციანი ჯგუფი, რომელიც ექვსი ქართველისგან და ერთი ესპანელისგან შედგებოდა, სახლების ძარცვით იყო დაკავებული.
კრიმინალური დაჯგუფება ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში დააკავეს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ოთხი თვის განმავლობაში მძარცველებმა 102 ბინა გაქურდეს, საიდანაც ძვირფასეულობა, ფული და ელექტროსაქონელი გაჰქონდათ.
ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ასევე აღმოაჩინა სამი ადგილი, მათ შორის ორი ბარსელონაში, ერთი კი ლა კორუნიაში, სადაც კრიმინალური დაჯგუფება მოპარულ ნივთებს ინახავდა.