სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, 27 წლის სენზო მეიივა მოკლეს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, სენზო მეიივა, რომელიც ნაკრების გოლკიპერი იყო, დასახლება ვოსლორუსში მოკლეს, რომელიც იოჰანესბურგიდან 20 კმ-ში მდებარეობს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ფეხბურთელი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
სენზო მეიივა ნაკრების გარდა იოჰანესბურგის „ორლანდო პაირეიტსის" კაპიტანიც იყო, რომლის შემადგენლობაში ბოლო ნატჩი გასულ შაბათს ჩაატარა.
ფეხბურთელის მკლელობის მიზეზებზე ვერსიები ამ დრომდე არ ვრცელდება.