ფოთში გაძლიერებული რეიდები მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მოქალაქეებს ერთობლივად ამოწმებს.
სამართალდამცავები მგზავრების ვინაობითაც ინტერესდებიან და საბარგულებსაც ჩხრეკენ.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ასეთი რეიდები უკვე რამდნეიმე წელია არ ახსოვთ.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ფოთში კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა და ქალაქში სიმშვიდეა.