დღეისთვის ნატო არ არის სამხედრო ბლოკი, არამედ ეს მრავალი ქვეყნისთვის არის თანამშრომლობის მექანიზმი, რომელშიც კოოპერირება ხელს არ უშლის უკრაინის არაბლოკური პოლიტიკის რეალიზაციას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ექს-მოადგილემ სტროუბ ტელბოტმა "ზერკალო ნედელისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"თქვენი პორეზიდენტი საუბრობს არაბლოკურ საგარეო პოლიტიკაზე. მიმაჩნია, რომ არაბლოკური საგარეო პოლიტიკა ეს კარგი იდეა, მაგრამ, როდესაც ამის ქვეშ გულისხმობენ, რომ ნატოც ბლოკია, მაშინ გამოდის შეცდომა. ნატო არ არის ბლოკი. ეს არის მრავალი ქვეყნის ურთიერთობა, რომელიც თანამშრომლობას ეფუძნება", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის ექს-მოადგილემ.
ტელბოტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ინიციატივა უკრაინის საბაჟო კავშირში (რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი) გაერთიანებასთან დაკავშირებით თავად უკრაინის ხელისუფლებაში არ სარგებლობს პოპულარობით, ისევე როგორც ამ საკითხისადმი ნეგატიურია ოპოზიციის დამოკიდებულება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრანის ნატოში გაწევრიანიბის უწყებათაშორისო კომისია გააუქმა, რომელიც 2006 წელს ექს-პეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ შექმნა.