საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით უცხოელი სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა. ელჩებმა პროკურატურის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია საგამოძიებო მასალების, მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების შესახებ.
შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესს გაეცნენ.
მასალის გამოყენების პირობები