შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციასთან ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით მოძრავ „მერსედესის" მარკის ავტობუსში, რომელსაც მართავდა თურქეთის მოქალაქე ჰ. ბ. კ. ავტობუსი 10 ოქტომბერს შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის" ტერიტორიაზე. სატრანსპორტო საშუალების დეტალურად დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა სალონში აღმოაჩინეს შავი ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული, 9,5253 გრამი, მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეს ნივთიერება არის კუსტარული წესით მიღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინისა და არანარკოტიკული მინარევების შემცველი ნარევი, ჰეროინის წონა 7,5821 გრამია.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.