მოსკოვის მეტროსადგურ "პლანერნაიას" ვესტიბიულის კედელზე გაჩნდა წარწერა"ალაჰ აკბარ!" (ალაჰი დიდია) და "სიკვდილი რუსებს!". სამართალდამცავი ორგანოები წარწერის ავტორების დასადგენად საგამოძიებო ქმედებებს ატარებენ.
წარწერის გაჩენის შესახებ მილიციას ერთ-ერთმა ქალმა აცნობა, რომლის მტიცებითაც წარწერა კედელზე ოთხმა ახალგზარდამ გააკეთა. მისი მტიკცებით "ავტორები" კავკასიური წარმოშობის ადამიანები იყვნენ. წარწერის დასრულების შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცავები განმარტავენ, რომ წარწერის ავტორთა ვინაობის დადგენას ართულებს ის, რომ მეტროს ვესტიბულის ამ ნაწილში ვიდეოთვალთვალის არც ერთი კამერა არ დგას.