„რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველო-აფხაზეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზების" პრეზიდენტმა ვლადიმერ იაკუნინმა, რომელიც ბაქოში დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს 61-ე სხდომაში მონაწილეობს.
ამასთან, ვლადიმერ იაკუნინის თქმით, ეს პრობლემა პოლიტიკური ხასიათისაა. „სქართველოსა და აფხაზეთს შორის დაგროვილი წინააღმდეგობრივი პრობლემები მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე უნდა მოგვარდეს. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ორივე ხელით მხარს ვუჭერთ ამ რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენას", - თქვა „რუსეთის რკინიგზების" ხელმძღვანელმა.
ვლადიმერ იაკუნინმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში ამ რკინიგზას შეიძლება სომხეთიც შეუერთდეს: „თავის მხრივ, „რუსეთის რკინიგზები" განიხილავს საკითხს აფხაზეთსა და სომხეთს შორის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს გავლით, რომელიც ოც წელზე მეტი ხნის წინათ შეწყდა. გზის გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მეზობელ სომხეთისთვის, მაგრამ, ვიმეორებ, ეს პოლიტიკური საკითხია და, შესაბამისად, აუცილებელია ყველა მხარის პოლიტიკური ნების გამოვლენა", - ხაზი გაუსვა ვლადიმერ იაკუნინმა.
მასალის გამოყენების პირობები