ცენტრი ლიტვის მთავრობის ხელშეწყობით დაარსდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. კომპიუტერული ცენტრი ადგილობრივ ახალგაზრდებს უფასოდ მოემსახურება. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაბა ჯვარში ბანერების გამოფენა მოეწყო, რომლის თემატიკა რუსული აგრესია იყო.
ცენტრის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და ლიტვის ელჩი საქართველოში ესწრებოდნენ.
დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული განვითარება და ინტერნეტული უზრუნველყოფა ადგილობრივ ახალგაზრდობას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება.