გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ის ლვოვში ევროკავშირის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას გამართავს.
„დღეს და ხვალ გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი უკრაინაში იმყოფება, რათა ევროკავშირის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე წევრ სახელმწიფოებთან ერთად განიხილოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. განხილვები ასევე შეეხება უკრაინის რეფორმების დღის წესრიგს, კერძოდ, კანონის უზენაესობის განვითარებას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ რეკონსტრუქციის მიმდინარე ძალისხმევას“, - ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
ხუთშაბათს, კოსი დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრება.
„ამის შემდეგ, ის შეუერთდება ლვოვში ზოგადი საკითხების არაფორმალურ საბჭოს.“
ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკასთან და დანიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ევროპულ საქმეთა მინისტრ მარი ბიერთან ერთად, იგი მონაწილეობას მიიღებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მდგომარეობის განხილვაში.
შეხვედრის დასასრულს დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.