ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 49-ე შეხვედრა გაიმართება.
დღევანდელ სამუშაო შეხვდერაზე მსჯელობა გაიმართება სოფელ პერევისა და ქარძმანის სკოლის მოსწავლეებისთვის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის საკითხზე.
პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფი ასევე იმსჯელებს საოკუპაციო ძალების უპილოტო აპარატების შემოსვლის საკითხზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.