შაბათს, 18 ოქტომბერს 13:00 საათზე რუსთავის ავტოდრომზე საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი გაიმართება. BMW Club Georgia-ს ინფორმაციით, ჩემპიონატზე მონაწილეობას 10 ქართველი პროფესიონალი და 30-მდე მოყვარული დრიფტერი იასპარეზებს. დრიფტში მონაწილეობას უცხოელი პროფესიონალი დრიფტერი მიიღებს, რომელიც თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა.
„ეს იქნება ძალიან სანახაობრივი და საინტერესო შეჯიბრი. ქართველ დრიფტერებს უცხოელი პროფესიონალი დრიფტერი შეეჯიბრება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩატარებულ ჩემპიონატებს შორის ეს შეჯიბრი ყველაზე დიდი საპრიზო ფონდით გამოირჩევა" - აცხადებს BMW Club Georgia -ს დამფუძნებელი გიგი ტუღუში.
ჩემპიონატში გამარჯვებულებისთვის, საწვავის სახით პრიზები კომპანია „რომპეტროლმა" დააწესა. „რომპეტროლი" სპორტის ამ მიმართულების ხშირი მხარდამჭერია და სპონსორია.
პროფესიონალთა კლასის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები გადაეცემათ:
I ადგილი - 500 ლარი, 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, თასი, მედალი, დიპლომი.
II ადგილი - 300 ლარი, 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
III ადგილი - 100 ლარი, 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
მოყვარული მრბოლელები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი - 150 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, თასი, მედალი, დიპლომი.
II ადგილი - 100 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
III ადგილი - 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი, მედალი, დიპლომი.
BMW Club Georgia-ში აცხადებენ, რომ ეს შეჯიბრი ფინალის წინა ეტაპი იქნება. ჩემპიონატის ფინალი ხუდადოვზე 8 ნოემბერს გაიმართება.