დღეს სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. რესპუბლიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პარტიის "ედინაია აბხაზიას" ყრილობა გაიმართება სადაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ე.წ. მოქმედ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს "პრეზიდენტობის კანდიდატად" წარადგენენ. ეს განცხადება პარტიის თავდმჯდომარემ დაურ თარბამ გააკეთა.
"27 ოქტომბერს ჩვენი პარტია სოხუმში მორიგ ყრილობას გამართავს. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს აფხაზეთის მოქმედ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და ამიტომაც ჩვენი პარტიის მიერ ჩატარებულ საქალაქო კონფერენციაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთის პრეზიდნტობის კანდოდატად სერგეი ბაღაფშის წადგენის შესახებ",_ განაცხადა თარბამ და აღნიშმნა, რომ მიუხედავად ამისა, პარტიის ყრილობაზე სერგეი ბაღაფშის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შემდეგ, ყრილობაზე აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ დასახელდება. "ეს თავად პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის უფლებაა. ამიტომაც ჩვენ ამ თანამდებონაზე იმ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, რომელსაც თავად სერგეი ბაღაფში დაასახელებს", _ აცხადებს დაურ თარბა.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად უნდა წარდგენილნი არიან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა, ყოფილი ე.წ. ვივე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა.
რუსეთის მიერ ოკუკურებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს 35 ოლქში ანუ 186 საარჩევნო უბანში გაიმართება. კიდევ ორი საარცევნო უბანი შექმნილია მოსკოვსა და ჩერკეზკში.