"პარლამენტისათვის წარდგენილ ახალი შეთახმების პროექტს, "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" პერსპექტივა არ აქვს",_ ნათქვამია პოლიტიკური პარტია "ამცახარას" პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ თუ მოცემულ პოლიტიკურ დოკუმენტზე კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა "ამცახარა" უფლებას იტოვებს "საერთო სახალხო შეკრების ჩატარების მოწოდებით ხალხს მიმართოს".
შეთანხმების პროექტის განსახილველად პოლიტიკური პარტიის სრული შემადგებლობა შეიკრიბა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
სხდომის მონაწილეები შეთანხმდდნენ იმ აზრზე, რომ "ამგვარ დოკუმენტზე თანხმობას არავინ არ განაცხადებს, ვინაიდან მასში არსებული წინადებები სერიოზულად ზღუდავს აფხაზი ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში ტანჯვით მოპოვებულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს". სხდომაზე აღინიშნა, რომ ასეთ პოზიციას ემხრობა პარტიის მრავალი წარმომადგენელი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პარლამენტის დეპუტატები და ჩვეულებრივი მოქალაქეები
პოლიტსაბჭოზე ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რუსეთსა და აფხაზეთის ურთიერთობების გადასაწყვეტად იქნება შეთანხმება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული აფხაზეთის სუვერენიტეტის დამცირებაზე და რომელიც დაფუძნებული იქნება არსებულ აფხაზურ-რუსული სტრატეგიული პარტნიორობის არსებულ ფორმებზე.
პოლიტსაბჭოზე ასევე აღნიშნა, რომ ამ დრომდე არ არის ამოწურული 2008 წელს გაფორმებული შეთანხმების პოტენციალი და არსებობს მაში ცვლილებების შეტანის საშუალება.
"ამცახარა" მიიჩნევს, რომ არ არსებობს აუცილებლობა ახალი შეთანხმებისა, ისევე როგორც მისი ფორსირებულ ვადებში ხელმოწერისა.
"ამცახარა" აღნიშნავს, რომ ახალი ხელშეკრულების პროექტი ვერ საფუძვლად ვერ გამოდგება, იმისათვის რათა იქ ცვლილებები შევიდეს. პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ახალი ხელშეკრულბის საფუძველი აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გახდეს, რომელსაც თავისი რესურსი ჯერ არ ამოუწურავს.
მასალის გამოყენების პირობები