ნაძალადევის რაიონში თვითმკვლელობა მოხდა. 29 წლის გოჩა მჭედლიშვილმა საკუთარი სახლის სხვენში თავი ჩამოიხრჩო.
თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც მეზობლები ამბობენ, მჭედლიშვილი ხშირად სვამდა და თვითმკვლელობა ადრეც სცადა.
გოჩა მჭედლიშვილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა, მათ შორის ერთი - მცირეწლოვანი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გლდანი-ნაძალადევის პოლიციამ დაიწყო.