აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს სათავეში მომავალში, მას უნდა ესმოდეს, რომ აფხაზეთი _ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ვერაფერი აფხაზეთს უკვე საქართველოს შემადგენლობაში ვერ დააბრუნებს.
"ქართველები არ არიან ცუდი ხალხი, ქვეყანაზე ცუდი ერი არ არსებობს. არსებობენ ცუდი პოლიტიკოსები. სააკაშვილს საქართველო დანგრევამდე მიყავს. ხოლო ის თუ ვინ იქნება საქართველოს ხელმძღვანელი მომავალში ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს სათავეში, მას უნდა ესმოდეს, რომ რეალობები შეიცვალა და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ ვერავინ, ვერც ევროპა და ვერც აშშ საქართველოს შემადგენლობაში ვერ დაგვაბრუნებს", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში "სეგონდიასათვის" მიცემულ ინტერვიუში.