აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირადად არ იცნობს და "არც აპირებს მის გაცნობას".
"მას არც ვიცნობ და არც გაცნობას ვაპირებ. არასოდეს მქონია მასთან შეხება, ტელეფონითაც კი, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი რომელსაც ხელები აქვს დასვრილი აფხაზი და ოსი ხალხის სისხლში. მანამ ვიდრე იგი და მისი მსგავსი ადამიანები საქართველოს სათავეში არიან ჩვენ მათთან არავითარი საუბარი არ გვექნება. ჩვენ სერიოზულ პოლიტიკოსებს ვესაუბრებით, სააკაშვილთან კი ლაპარაკს არ ვაპირებთ", _ აცხადებს ბაღაფში "სეგონდიასათვის" მიცემულ ინტერვიუში.