ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი პარტია "ფორუმ ნაროდნოგო ედინსტვა" (სახალხო ერთიანობის ფორუმი) რომლის ხელმძღვანელი აფხაზ სეპარატისტთა ახლანდელი ლიდერი რაულ ხაჯიმბა იყო გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, რომელიც რუსეთთან გასაფორმებელ ახალ ხელშეკრულებას ეხება იმედს იტოვებს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული "ნდობის მაღალი ხარისხი" დაბალასებული შეთანხმების შემუშავების საშუალების მომცემი იქნება.
პარტია ასევე იმედოვნებს, რომ მოიხსნება აფხაზურ საზოგადოებაში არსებული კითხვები "აფხაზეთის სუვერენიტეტთან დაკავშირებით".
"ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი შეთანხმება ფართო საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანა და ამით თავისი კურსის გამჭირვალობა დაადასტურა.
საქართველოს მისწრაფება ნატოსა და ევროკავშირის წევრობისადმი ჩვენი სახელმწიფოსათვის ახალ საფრთხეებს ქმნის. გეოპოლიტიკური მდგომარეობის ამ ფონზე რუსულ აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია.
აფხაზურ საზოგაოდებაში არის გაგება იმისა, რომ ქვეყნებმა ისეთი ახალი შეთანხმება გააფორმონ, რომელიც თანამედროვე რეალობებს ასახავს",_ ნათქვამია საგანგებო განხცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ პარტია "მხარს უჭერს იდეებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის ფორმირებისა და საგარეო პოლიტიკისა და სოციალურ სფეროში ურთქმედების ნაწილში".
"თუმცა, - აღნიშნულია განცხადებაში - ამასთან ერთად, წარმოდგენილი შეთანხმების მუხლები, ჩვენი აზრით, მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე დამატებით, არსებით დამუშავებას საჭიროებენ. უფრო მკაციოდ უნდა განისაზღვროს სფეროები და პასუხისმგებლობა.
იმედს ვიტოვებთ, რომ პრეზიდენტი, როგორც კონტიტუციის გარანტი და საკანონმდებლო ორგანოსა წარმომადგენლები გაითვალისწინებენ ამ გარემოებებს და შესწორებებს ამ შეთანხმებაში ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების შესაბამისად შეიტანენ",_ ნათქვამია განცხადებაში.