აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური პარტია "ამცახარა" რუსეთთან გასაფორმებელ ახალ შეთანხმებაზე "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს შეთანხმება არა მხოლოდ აფხაზეთის ე. წ. კონსტიტუციის ჩანაწერებს, არამედ "კონსტიტუციის სულისკვეთებას" უნდა შეესაბამებოდეს.
"პარტია "ამცახარა" ყოველთვის გამოდიოდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრედ. ჩვენ არც ჩვენს შორის არსებულ ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ კავშირს ვაყენებთ ეჭვქვეშ, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი რომლისთვისაც მან დიდი ფასი გადაიხადა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი აუცილებელია 2008 წელს აფხაზერთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების კორექტირება.
მაგრამ, მიუხედავად ამ დოკუმენტის მნიშვნელობიდა ჩვენ ვერ წარმოგვინდგენია, თუ როგორ შეძლებს პარლამენტი მის განხილვას და ფორმულირებების მომზადებას მიმდინარე წლის 27 ოქტომბრამდე? მრავალ საკვანძო თეზისს ჩვენ ვიზიარებთ. ხოლო ამ დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენი სამშობლოსათვის, მიგვაჩნია, რომ შეთანხმების კონკრეტული დეტალები საზოგადოების ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს",_ ნათქვამია "ამცახარას" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში და ბოლოს ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთთან გასაფორმებელი შეთანხმება "აფხაზეთის კონსტიტუციის სულისკვეთებას უნდა შეესაბამებოდეს".
მასალის გამოყენების პირობები