"შეთანხმების პროექტი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", _ ამ სახელწოდების დოკუმენტი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სეპარატისტთა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ "კოლეგებს განსახილველად" გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე თვის განმავლობაში "დეპუტატები" შეისწავლიან "ახალი შეთანხმების" წარმოდგენილ პროექტს ხოლო "საპარლამენტო კომიტეტები მასთან დაკავშირებით ფორმულირებულ შენიშვნებსა და წინადადებებს წარმოადგენენ".
აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ პროექტი ე.წ. პარლამენტში "აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტაციიდან შევიდა".