მესტიის რაიონული პროკურატურის ინიციატივით, N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მესტიის პროკურატურასა და პოლიციის სამმართველოს ესტუმრენ.
მესტიის რაიონულმა პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ მოსწავლეებს სამართალდამცავთა სამუშაო გარემო დაათვალიერებინა და მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრა პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში შედგა. პროექტის მიზანია მოზარდებში სამართალდამცავი ორგანოების როლის პოპულარიზაცია და პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ნდობის ამაღლება.