გორის ცენტრალურ სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი ცხინვალის "ლიახვისა" და "თბილისის" შორის ფრედ 4:4 დასრულდა.
მატში „თბილისის" მხრიდან ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, თითო-თითო კი მიხეილ ყაველაშვილმა და ვალერი ჯელიევმა (ავტოგოლი).
„ლიახვის" შემადგენლობიდან კი გილები გაიტანეს, საქართველო პრემიერ მინისტრმა იარკლი ღარიბაშვილმა (3), რომელმაც თითო ტაიმი იასპარეზა ორივე გუნდის შემადგენლობაში და ვალერი ჯელიევმა.
მატჩის დაწყენდამდე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მეგობრული მატჩი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა ოსებსა და ქართველებს შორის. როგორც ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა განცხადა მეგობრული მატჩის ჩატარების იდეა ორი თვის წინ გაჩნდა.
,,მე შევიტყვე, რომ არსებობენ ძალიან ჯანსაღი ჩვენი ძმები ოსები რომელთც საქართველოში ჩამოსვლა სურდათ და კარიერის ჩვენთან გაგრძელდება. ასე რომ, ამ ინიციატივას მივესალმეთ და გადავწყვიტეთ რომ ჩვენს ოს ძმებთან ერთად გავმართოთ ძალიან თბილი თამაში.აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ რომ ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი რომ აღდგენს ნდობა ოსებს და ქართველებს შორის", -განაცხადა პრემიერმა.