დღეს, 12 ოქტომბერს 15:00 საათზე ქალაქ გორში,ცენტრალურ სტადიონზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ცხინვალის "ლიახვი" და ,,თბილისი" შეხვდებან.
"თბილისის" შემადგენლობაში ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად ითამაშებენ-საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მთავრობის სხვა წევრები.
რაც შეეხება ცხინვალის ,,ლიახვს", გუნდი ძირითადად ცხინვალიდან ჩამოსული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.