საქართველოში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მთავრობამ ნაციონალური პროგრამა შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძემ დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გააცნო.
"საქართველოს ყველა რაიონში წყალმომარაგების კუთხით სიღრმისეული კვლევა ჩავატარეთ და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე ვითარება დაგვხვდა. ამ მიზნით ნაციონალური პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის განხორციელებაზე ამ ეტაპზე 320 მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული. გარკვეული კრიტიკული უბნები და ქალაქები უკვე დაფარულია. კერძოდ კი 33 ქალაქში სამუშაო მიმდინარეობს", _ განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისში და ქობულეთში იმყოფებოდა, სადაც წყალმომარაგების პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.