მოჭიდავეთა ნაწილი, სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებას წერტილი უნდა დაესვას.
,,ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შეგვიძლია პრობლემის მოგვარება, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი იქნება. ულტიმატუმებით საუბარი კი არავის გაუვა",- განაცხადა ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ მოჭიდავეების ნაწილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის უპირისპირდებიან და მის გადადგომას მოითხოვენ.