დღეს, 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქალაქ ზესტაფონში, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირიდნ აცნობეს, აქციაში მონაწილეობას მიიღებს ტყიბულის შახტების, ჭიათურის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 100-მდე დასაქმებული.
აქციის მთავარი მოთხოვნები იქნება შრომის კანონმდებლობაში დამატებითი ცვლილებების შეტანა, შრომის დაცვის ინსპექციის შექმნა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირება, შრომის უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის მაქსიმალური აღმოფხვრა საწარმოებსა და ორგანიზაციებში.
მისამართი: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტაროსელსკის ქუჩაზე, გიორგი ნიკოლაძის ძეგლთან, ღირსეული შრომის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით.
7 ოქტომბერს პროფკავშირები საქართველოსა და მსოფლიოში "შრომის დღეს" საპროტესტო გამოსვლებით და აქციებით აღნიშნავენ.