შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრისას განხილული იქნა რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები და გამოკვეთილი დადებითი მხარეები.მოხდა ბრძანების წარდგენა,რომელიც ასახავს გადაუდებელი დახმარების მედიკამენტების ჩამონათვალში გაკეთებულ ცვლილებებს და დამატებებს. აღნიშნული ბრძანება ძალაში შედის დღეიდან, რომლის თანახმადაც გადაუდებელი დახმარების სამკურნალო საშუალებებს დაემატა:1. ამიოდარონი (ტაბლეტი)- ანტიარითმიული საშუალება2. გლიბენკლამიდი (ტაბლეტი)- სულფონილშარდოვანას წარმოებული (პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება) 3. მეტფორმინი (ტაბლეტი) - პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება
4. კაპტოპრილის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით-აგფ ინჰიბიტორი, (წნევის დამწევი საშუალება)5. ნიფედიპინის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით -კალციუმის არხების ბლოკატორი (წნევის დამწევი საშუალება)6. მეტოპროლოლის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით -ბეტა-1 სელექტიური ადრენობლოკატორი (წნევის დამწევი საშუალება)
7. დექსამეტაზონისა ტაბლეტები -გლუკოკორტიკოსტეროიდი ჰორმონალური საშუალება (ანაფილაქსიის საწინააღმდეგო საშუალება)8. პრედნიზოლინის ტაბლეტები -ჰორმონალური საშუალება გლუკოკორტიკოსტეროიდი (ანაფილაქსიური შოკის, ალერგიული რეაქციების სამკურნალო და ბრონქული ასთმის შეტევის კუპირების საშუალება)9. ფუროსემიდის ტაბლეტები -დიურეზული საშუალება (ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი საშუალება)
ჯანდაცვის უწყების ცნობით, ფარმაცევტული დაწესებულება ვალდებულია გადაუდებელი მდგომარეობების დროს, ურეცეპტოდ გასცეს წამლის ფორმა, ერთჯერადი დოზის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ორიგინალური შეფუთვის დაშლა, ფარმაცევტული პროდუქტი გაიცემა 1 სტანდარტული შეფუთვის რაოდენობით.