ვრცელ სტატიაში, რომელსაც „ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიე" აქვეყნებს განხილულ-გაანალიზებულია ის სიტუაცია, რომელიც ფახაზეთ-რუსეთის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერდახმარების ახალი ხელშეკრულების დადებას უკავშირდება.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ამჟამად აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის სამართლებრივი საფუძველი 2008 წლის 17 სექტემბერს ხელმოწერილი მეგობრობის ხელშეკრულებით რეგულირდება, რომლის თანახმად, რუსეთი ვალდებულებას კისრულობს დახმარება აღმოუჩინოს აფხაზეთს სხვა რომელიმე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აგრესიის მოსაგერიელებლად. ამ დოკუმენტის ფარგლებში დადებულია კიდევ სამი სამხედრო ხასიათის სეთანხმება. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ახალი ხელსეკრულების მომზადებისა და ხელმოწერი აუცილებლობას შეცვვლილი გეოპოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს: რუსეთის სახელმწიფო საზღვრებთან დასავლეთი ათასნაირ ხრიკებს აწყობს, განსაკუთრებით კი ბოლო ხანებში, როცა სოხუმში კიევის მსგავსი „მაიდნური" სცენარის განხორციელება ჩაიშალა. რუსეთმა კარგი გაკვეთილი მიიღო და ამ გაკვეთილისგან დასკვნები გამოიტანა: საჭიროა პროფილაქტიკა, წინასწარმომზადება. ეს ყველაფერი ახალ ხელშეკრულებაში უნდა აისახოს.
„თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზური საზოგადოების დამოკიდებულება ახალი ხელშეკრულების დადებისადმი არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, აფხაზები შიშობენ, რომ ვაითუ ახალი შეთანხმების მიზანი აფხაზეთის რუსეთთან შეერთებას გულისხმობსო (რაც პრაქტიკულად გამორიცხულია), მეორე მხრივ კი - არის იმის მოლოდინი, რომ აფხაზეთი ამ დოკუმენტით რუსეთისაგან უფრო მეტ სიკეთეს მიიღებს (რაც მოსალოდნელია). ამასთან, ხელსეკრულების პროექტი ჯერ თვალით არავის უნახავს, არსად არ გამოქვეყნებულა... ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ინფორმაცია არ არის, იბადება მოარული ხმები, ეჭვები...
ამას წინათ სოხუმში, პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, აფხაზეთ-რუსეთის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, „მრგვალი მაგიდა" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევი, ვიცე-პრემიერი ბესლან ბუთბა, საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, შს მინისტრი რაულ ლოლუა და აფხაზურ-რუსული საზოგადოებების წარმომადგენლები. დისკუსიის დროს განიხილეს როგორც აფხაზეთის, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობის საკითხები.
დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების უფროსის, პოლიტოლოგ ვლადიმერ ევსეევის თქმით, ამჟამად საქართველოს არმია მზად არ არის მასშტაბური ანტიაფხაზური შეტევის განსახორციელებლად, ჯარების შემადგენლობა და სტრუქტურა მსხვილ სადესანტო ოპერაციებს არ ითვალისწინებს. თორმეტი მოიერიშე თვითმფრინავიდან („სუ-25"), რომელიც საქართველოს სამხედრო ავიაციას გააჩნდა, ექვსი (ან ყველა) უკრაინას გადაეცა. თვითმფრინავების გადაცემა მოწმობს, რომ საქართველო სამხედრო მოქმედებისათვის არ ემზადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ხელისუფლებაში „ნაციონალები" დაბრუნდებიან, სიტუაცია ასე გაგრძელდება. გარდა ამისა, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაცია საბოლოო ჯამში მეზობლის შემტევით პოტენციალს გაზრდის.
რამდენად მზადაა აფხაზეთის არმია საზღვრის დაცვისა და მოსალოდნელი აგრესიის მოსაგერიებლად? აფხაზური მხარის მონაცემებით, საყოველთაო მობილიზაციისათვის სამი საათია საჭირო, თუმცა ეს არავის არ შეუმოწმებია და პრინციპში, შეუძლებელიც არის. ვლადიმერ ევსეევი ამიტომაც თვლის, რომ ბევრი რამაა გასაკეთებელი: უნდა შეიცვალოს რეზერვისტების მომზადების დონე, არმიის დაკომპლექტების პრინციპი (კონტრაქტით და გაწვევით, როგორც ეს რუსეთშია), უნდა არდგეს აფხაზური არმიის საზღვაო ქვეითთა ქცედანაყოფები, სამთო ბატალიონები, უნდა განახლდეს შეიარაღება... აუცილებელია ავიაციის არსებობაც, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთქმედების უკვე არსებული წესების განახლება...
ამ საკითხების მოსაგვარებლად აფხაზური მხარე დიდი იმედებს რუსეთზე - სტრატეგიულ პარტნიორზე ამყარებს. ამასთან, დახმარება უწყვეტი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალმა ასლან ანქვაბმა. მისი თქმით, ახალ ხელშეკრულებაში, სხვა საკითხებთან, გათვალისწინებული იქნება აფხაზური არმიის დონის გათანაბრება რუსულ არმიასთან (როგორც სამხედრო მომზადების, ასევე სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით). „ამით ჩვენ საშუალება მოგვეცემა აფხაზეთის შეიარაღებული ძალები არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ კიდეც და სიმეტრიული ერთობლივი პასუხი გავცეთ ჩრდილოატლანტიკურ საფრთხეებსა და გამოწვევებს... ერთიანი თავდაცვის გარე კონტური - ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეალური ინტრუმენტია აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის ღია სტატუსის პირობებში", - ხაზი გაუსვა გენერალმა.
თავისი აზრი გამოთქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ: აღმოჩნდა, რომ აფხაზ სამართალდამცავებს ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი, რასაც საზღვრების გახსნის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებიც დაემატება. აუცილებელია ტექნიკური გადაიარაღება, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტების მიზიდვა, პროფესიონალიზმის დონის ამაღლება...
რუსეთის ელჩმა სემიონ გრიგორიევმა თავისი გამოსვლის დროს „მრგვალი მაგიდის" მონაწილეები გააფრთხილა, რომ აფხაზეთ-რუსეთის სამხედრო ინტეგრაციის ყველა საკითხი ფრთხილ და ღრმა მიდგომას მოითხოვს. გარდა ამისა, უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ ამისათვის დიდი თანხებია საჭირო: „ახალი ხელშეკრულების ყოველი მუხლი კონკრეტულ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს". გარდა ამისა, როგორც ელჩმა აღნიშნა, „თქვენ ყველამ განაცხადეთ, რომ ფსოუზე საზღვრის გახსნა უახლოეს ხანში კარგი იქნებაო. მე კი გეტყვით, რომ საზღვრის გახსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მთლიანად იქნება უზრუნველყოფილი აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის დაცვა თანამედროვე კომუნიკაციების გამოყენებით. ეს კი სტრუქტურულ რეფორმებს, საინჟინრო ღონისძიებებს გულისხმობს და დიდ ფულთანაა დაკავშირებული, ამის რეალიზებას დრო ჭირდება. ამიტომაც ნუ დაიწყებთ ისეთი ლოზუნგებით ლაპარაკს, რომლითაც მოსახლეობას იმედს ჩაუნერგავთ და მერე, როცა ვერ განახორციელებთ, სოციალურ უკმაყოფილებად შემოგიბრუნდებათ. ეს არამხოლოდ საზღვრის გახსნას შეეხება, არამედ აფხაზეთის არმიის სოციალური უზრუნველყოფის დონის რუსეთის არმიის სტანდარტებზე გადაყვანასაც. მე აქ არ მომისმენია კონკრეტული გათვლები, ყველა ზოგადად ლაპარაკობთ, ხალხში კი უკვე ხმები დადის, რომ პენსია 15 ათას ლარამდე მოიმატებსო... 15 ათასი რუბლის ოდენობის პენსია რუსეთის ყველა რეგიონშიც კი არ არის. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო კონტენტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს - საერთაშორისო სიტუაცია რუსეთის ფინანსურ შსაძლებლობებზე გავლენას ახდენს. ჩვენ ახლა გზის დასაწისში ვართ. ეს გზა რთულია, მაგრამ გარდაუვალი. ყველაფერი გვინდა სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას, რომ პროცესი მოკლევადიანი არ იქნება, კიდევ მრავალჯერ მოგვიხდება განხილვა და კორექტივების შეტანა", - განაცხადა სემიონ გრიგორიევმა.
მასალის გამოყენების პირობები