ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 სამართალდამცველის დააკავებას "იმედის" ეთერში გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქმეზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ათასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მაჭავარიანის განცხადებითვე გამოძიების შედეგმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში თანამდებობა და გუნდის წევრობა ინდულგენცია არ არის.
„არანაკლებ ამორალურად მოიქცნენ ისინი დანარჩენი სამართალდამცველების მიმართაც. ჩვენი პოლიციელები, სუსის და სდსს-ს თანამშრომლები არიან გმირები, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არ ემსახურებიან რომელიმე მთავრობას, ემსაუხრებიან თავიანთ სამშობლოს. როცა ასეთი უპასუხისმგებლო და ამორალური ადამიანები ასეთ რაღაცას მოიმოქმედებენ და აძლევენ საბაბს რაღაც დაჯგუფებას, რომ მათი ეს ამორალური ქმედება განაზოგადონ ათასობით პოლიციელზე, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული მათი მხრიდან დანარჩენი პოლიციელების მიმართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტს გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა.